კრიმინალისაბერძნეთი

ათენში ბიზნესმენი კალაშნიკოვის ავტომატით ჩაცხრილეს

ათენის გარეუბანში, ხაიდარის რაიონში ადგილობრივი ბიზნესმენი დიმიტრის მალამასი კალაშნიკოვის ტიპის ავტომატის ჯერით ჩაცხრილეს. ინციდენტი სამშაბათ საღამოს მოხდა.

მედიის ინფორმაციით, 49 წლის მამაკაცს შუქნიშანთან გაჩერების დროს მოტოციკლით მოძრავმა ორმა პირმა ცეცხლი გაუხსნა. ამის თაობაზე „პროტოთემა “ წერს.

გამოცემის ინფორმაციით, მალამასი ყავის საცალო მომარაგების საწარმოს მფლობელი იყო. წარსულში მას ბრალიც ჰქონდა წაყენებული უკანონო აზარტული თამაშების გამო.

2016 წელსაც სცადეს მისი აფეთქება ბომბით, თუმცა მაშინ იგი გადარჩა და თავდასხმის შემდეგ პოლიციელები დაიქირავა დაცვის მიზნით.

ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა კალაშნიკოვის ტიპის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 18 მასრა ამოიღეს. დანაშაულის ადგილზე ნაპოვნია, აგრეთვე, 9-მილიმეტრიანი პისტოლეტის 4 მასრაც.

გიორგი ჯანელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close