fbpx
საზოგადოებასაქართველო

მყინვარწვერის მისასვლელი ბილიკი დაასუფთავეს

ყაზბეგის ეროვნულ პარკში, მყინვარწვერის მისასვლელ ბილიკსა და მეტეოსადგურის, იგივე ბეთლემის ქოხის მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია მოეწყო. მეტეოსადგური მყინვარწვერზე ასვლის მსურველთათვის საბაზისო ბანაკია. ის ზღვის დონიდან 3653 მეტრზე მდებარეობს.

დასუფთავების აქციის ორგანიზატორი იყო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

„მინდა ყველას, განსაკუთრებით კი დაცული ტერიტორიების ვიზიტორებს, მოვუწოდო, მეტი პასუხისმგებლობა გამოიჩინონ, ნუ დაანაგვიანებენ ტერიტორიებს. ადგილობრივი ბიზნესსექტორის წარმომადგენლებისა და ჩვენი მოქალაქეების აქტიური ჩართულობა დასუფთავების აქციებში, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს არსებულ ვითარებას“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ, რომელიც მყინვარწვერისკენ მიმავალი ბილიკის დასუფთავების აქციაში მონაწილეობდა

ყაზბეგის ეროვნული პარკის საერთო ფართობი 78 543,4 ჰექტარია. ეროვნული პარკის 35% ტყითაა დაფარული, დანარჩენი ტერიტორია კი ალპურ იალაღებს, მორენებს, თოვლით დაფარულ მწვერვალებსა და კლდეებს უჭირავს.

ეროვნული პარკი იშვიათი და უნიკალური სახეობის ცხოველთა და ფრინველთა თავშესაფარია. ყაზბეგის ეროვნული პარკი მაღალმთიანია და მისი ყველაზე დაბალი წერტილი ზღვის დონიდან 1400 მეტრზე მდებარეობს.

radiotavisupleba.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close