fbpx
საზოგადოებასაქართველო

ძმებს გარდაეცვალათ დედა, რომლის გადასარჩენადაც ფულს ტაქსის მძღოლობით აგროვებდნენ (ვიდეო)

სიმსივნით დაავადებული მაია ქართველიშვილი, რომ­ლის გა­და­სარ­ჩე­ნა­დაც შვი­ლე­ბი თბი­ლის­ში ტაქ­სის მძღოლობით აგროვებდნენ თანხას, გარ­და­იც­ვა­ლა. ამის შე­სა­ხებ FACEBOOK-­ზე მისი შვილი ნიკა ქარ­თვე­ლიშ­ვი­ლი წერს.

„მეგობრებო, დედა გარდაიცვალა. ძალიან დიდი მადლობა ყველას თანადგომისთვის, გამხნევებისთვის, იმისთვის, რომ დედამ ეს პერიოდი იმედით იცოცხლა.
მადლობა ყველას, ყველანი გვიყვარხართ“, – წერს სოციალურ ქსელში ნიკა ქართველიშვილი.

54 წლის მაია ქარ­თვე­ლიშ­ვილს მწვა­ვე ლე­ი­კე­მიის დიაგნოზი მიმდინარე წლის ივ­ნის­ში დაუსვეს. იგი თურ­ქეთ­ში მკურნალობდა, სა­წყი­სი ეტაპისთის მის სამკურნალოდ 150 000 დო­ლა­რი იყო საჭირო.

დე­დის და­სახ­მა­რებ­ლად შვილებმა, ნიკამ და რატიმ ტაქ­სის მძღოლად მუშა­ო­ბა გა­და­წყვი­ტეს, მან­ქა­ნა­ზე კი წარ­წე­რა „#მა­ი­ას­თვის და­ვა­მარ­ცხოთ ლე­ი­კე­მია“ განათავსეს. მოგვიანებით, Facebook­ზე შე­იქ­მნა გვერ­დი „მა­ი­ას­თვის“, სა­დაც მაია ქართველიშვილსა და მის ოჯახს მო­რა­ლუ­რ მხარდაჭერას უცხადებდნენ, სა­ბან­კო ან­გა­რიშ­ზე კი მსურ­ვე­ლე­ბი თან­ხა­საც რი­ცხავ­დნენ.

imedinews.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close