ბერძენმა მეცნიერებმა ალექსანდრე მაკედონელის სიკვდილის მიზეზი დაასახელეს

ალექსანდრე მაკედონელი პანკრეონეკროზისგან გამოწვეული სეფსისისგან გარდაიცვალა. როგორც GREEK REPORTER-ი წერს, ასეთია ბერძენი მეცნიერების დასკვნა.

მაკედონიის მეფე ჩვენს წელთაღრიცხვამდე 323 წელს 32 წლისა გარდაიცვალა. აქამდე მისი გარდაცვალების სხვადასხვა ვერსია ვრცელდებოდა. მეცნიერები აცხადებდნენ, რომ მაკედონელი, შესაძლოა, მალარიას, პნევმონიას ან გილიან ბარის სინდრომს ემსხვერპლა.

ბერძენმა მედიცინის პროფესორმა ფომა გერასიმიდისმა ცნობილი მხედართმთავრის სიკვდილის მიზეზის შესწავლა ჯერ კიდევ 1995 წელს დაიწყო. კვლევის დროს ის და თავისი კოლეგები ყველა ხელმისაწვდომ წყაროს სწავლობდნენ, რომელიც მეფის ბოლო დღეებს აღწერდა.

ყველა მონაცემის გაერთიანების შემდეგ მათ დაასკვნეს, რომ მაკედონელს პანკრეონეკროზი შარდკენჭოვანი დაავადების, ცხიმიანი საკვებისა და ალკოჰოლის გადაჭარბებით მიღების გამო განუვითარდა.

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ დაავადების საწყის ეტაპზე მაკედონელს საკვებისა და ღვინის მიღების შემდეგ მუცლის ძლიერი ტკივილები დაეწყო: პირველივე დღეს მას მაღალი ტემპერატურა ჰქონდა, მესამე დღეს კი სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნა. მომდევნო დღეებში კი მეფეს სიყვითლე და ჰალუცინაციები დაეწყო.

imedinews.ge

კომენტარები