fbpx
საზოგადოებასაქართველო

700-მდე დევნილ ოჯახს თბილისში ბინები გადაეცა

2012 წლიდან დღემდე საცხოვრებელი ფართით 21 ათასზე  მეტი დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდა, წლის ბოლომდე კი ბინას 270-ზე მეტი ოჯახი მიიღებს.

თბილისში 700-მდე დევნილ ოჯახს ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელი ბინები გადაეცათ, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი იუწყება.

იმისთვის, რომ დევნილებმა ახალი ფართები დაიკავონ ან მიიღონ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უნდა მიმართონ.

უწყების ცნობით, თბილისში ბინის მიღების მოთხოვნით იძულებით გადაადგილებული ოჯახების განაცხადების მიღება ამ ეტაპზეც მიმდინარეობს. კიდევ 270-ზე მეტ დევნილ ოჯახს ბინები წლის ბოლოს გადაეცემა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2012 წლიდან დღემდე საცხოვრებელი ფართით 21 ათასზე  მეტი დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდა.

დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში ცენტრალური ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი ტერიტორიებიდან – აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან 267 ათასი იძულებით გადაადგილებული პირია.

საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის ოთხი ვარიანტი მოქმედებს: სახელმწიფო დევნილებისთვის ბინებს ყიდულობს; მათთვის მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს აშენებს; თუ დევნილის მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართი ადგილობრივ ან სახელმწიფო ბალანსზეა, მაშინ სახელმწიფო მათ აღნიშნულ ფართს უკანონებს; თუ დევნილები ცხოვრობენ შენობაში, რომელიც კერძო საკუთრებას წარმოადგენს, მაშინ სახელმწიფო მესაკუთრისგან ფართის გამოსყიდვას აწარმოებს და დევნილებს გადასცემს.

sputnik-georgia.com

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close