მსოფლიოსაზოგადოება

რუსეთის ეკლესია საბერძნეთის ეკლესიასთან ურთიერთობას შეწყვეტს

უკრაინის ავტოკეფალიის აღიარების შემდეგ რუსეთის ეკლესია საბერძნეთის ეკლესიასთან ურთიერთობას წყვეტს. ამის შესახებ რუსეთის ეკლესიის სინოდის საგანგებო სხდომის შემდეგ გახდა ცნობილი. 

საბერძნეთის ეკლესიის მიერ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებაზე მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილემ ნიკოლაი ბალაშოვმა კომენტარი 13 ოქტომბერს გააკეთა.

საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია აღიარა. გადაწყვეტილება სინოდის სხდომაზე კენჭისყრის შედეგად მიიღეს.

2018 წლის ნოემბრის ბოლოს კონსტანტინოპოლმა უკრაინაში ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ ტომოსის ტექსტი დაამტკიცა.

გადაწყვეტილება სტამბოლში გამართული მსოფლიო საპატრიარქოს სინოდის სხდომაზე მიიღეს. საპასუხოდ რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ მსოფლიო პატრიარქთან ურთიერთობა შეწყვიტა.

კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მიერ უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების შესაძლებლობას მართლმადიდებელ სამყაროში დაპირისპირება მოჰყვა.

15 ოქტომბერს, რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ კონსტანტინოპოლის პატრიარქთან ევქარისტიული კავშირი გაწყვიტა.

მსოფლიო პატრიარქმა  ბართლომემ  უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას ავტოკეფალიის აღიარების ტომოსი 6 იანვარს გადასცა.

რა არის ავტოკეფალია და რით განსხვავდება ის საეკლესიო ავტონომიისგან – შეგიძლიათ წაიკითხოთ ამ ბმულზე.

imedinews.ge

ამავე თემაზე: ელადის ეკლესიამ უკრაინის ავტოკეფალიას მხარი დაუჭირა

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close