მსოფლიოსაზოგადოება

ელადის ეკლესიამ უკრაინის ავტოკეფალიას მხარი დაუჭირა

ელადის (საბერძნეთის) ეკლესიამ გასულ შაბათს, 12 ოქტომბერს აღიარა კონსტანტინოპოლის პატრიარქის უფლება, ავტოკეფალია მიანიჭოს უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას – ამის თაობაზე საბერძნეთის მედიასაშუალებები წერენ. 

არსებითად, ეს ნიშნავს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის აღიარებას, რომელიც უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს აქტიური მონაწილეობით დაფუძნდა, მოსკოვის პატრიარქის წინააღმდეგობის მიუხედავად. ელადის ეკლესია პირველია საადგილმამულო მართლმადიდებელი ეკლესიებიდან, რომელმაც ასეთი გადაწყვეტილება მიიღო.

კანონიკური სამართლიდან გამომდინარე, საბოლოოდ აღიარება ძალაში შესულად ჩაითვლება მას შემდეგ, რაც ათენის არქიეპისკოპოსი იერონიმი კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტ ეპიფანეს ლიტურგიის დროს მოიხსენიებს.

მიტროპოლიტი ეპიფანე

როგორც ცნობილია, „უკრაინის საკითხი“ გახდა განხეთქილების მიზეზი რუსულ ეკლესიასა და კონსტანტინოპოლის პატრიარქატს შორის 2014 წლის ოქტომბერში. საეკლესიო ურთიერთობა მსოფლიო მართლმადიდებლობის ყველაზე გავლენიან ამ ორ ცენტრს შორის დღემდე არ არის აღდგენილი.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close