კონტე საათზე მეტხანს არწმუნებდა ერდოღანს, სირიაში სამხედრო ოპერაცია შეწყვიტოს

ფოტო: ANSA
სატელეფონო საუბარი იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯუზეპე კონტესა და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ თაიიფ ერდოღანს შორის ხუთშაბათს, 17 ოქტომბერს საათზე მეტხანს გაგრძელდა, – იუწყება საინფორმაციო სააგენტო ANSA კიჯის სასახლეში თავის სანდო წყაროზე დაყრდნობით.

საუბარი პერიოდულად „ხმამაღალ ტონში“ მიდიოდა, კონტემ ერდოღანს განუცხადა, რომ „თურქეთის სამხედრო ოპერაცია სირიაში დაუშვებელია“ და რომ ეს „უარყოფითად აისახება მშვიდობიან მოსახლეობაზე“, – წერს „ანსა“ წყაროს მონათხრობს.

როგორც ცნობილია, წინა დღეებში კონტემ და საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუიჯი დი მაიომ დაგმეს თურქეთის გადაწყვეტილება სამხედრო ოპერაციის დაწყების თაობაზე. დი მაიომ ხელი მოაწერა იტალიური იარაღის თურქეთისთვის მიყიდვის შეჩერების ბრძანებას. კონტემ მოუწოდა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ხელმძღვანელებს, მიიღონ ერთობლივი გადაწყვეტილება თურქეთის ქმედებების საპასუხოდ.

შეგახსენებთ, რომ თურქეთის ხელისუფლებამ მიმდინარე წლის 9 ოქტომბერს დაიწყო მორიგი სამხედრო ოპერაცია სირიის არაბთა რესპუბლიკის ჩრდილო-აღმოსავლეთში „უსაფრთხოების ზონის“ შექმნის მიზნით. თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თურქულმა ჯარებმა უნდა გაანადგურონ „ტერორისტული კორიდორი“, რომელსაც თითქოსდა ქურთები (ანკარაში მათ ტერორისტებად თვლიან) იქ ქმნიან. ამასთან, ერდოღანი ამტკიცებს, რომ თურქეთი შეინარჩუნებს სირიის ტერიიტორიულ მთლიანობას და „გაათავისუფლებს რეგიონის ხალხს ტერორიზმის მარწუხებისგან“.

კომენტარები