მსოფლიოკრიმინალისაზოგადოება

24 წლის გლამურული ამერიკელი მოდელის ცხედარი ნევადის უდაბნოში იპოვეს

პოლიციის ცნობით, გლამურული ამერიკელი მოდელის, 24 წლის ესმერალდა გონსალესის ცხედარი ნევადის უდაბნოში იპოვეს. ახალგაზრდა ქალს მიმდინარე წლის 31 მაისიდან ეძებდნენ, როდესაც ოჯახმა პოლიციას მიმართა დასახმარებლად. ამის შესახებ გამოცემა THE SUN-ი წერს. 
ესმერალდას ძმას, რომელმაც დას მიაკითხა მის სახლში, ლას-ვეგასში, სახლი დარბეული დახვდა, ესმერალდა კი უკვალოდ გაქრა. 5 თვის ძებნის შემდეგ კი, სამწუხაროდ, იგი გარდაცვლილი იპოვეს. პოლიციის ვარაუდით, სიკვდილი აუზის საწმენდმა საშუალებამ გამოიწვია, რომელიც მას ნემსით შეუყვანეს, მანამდე კი გოგონას გაგუდვას ცდილობდნენ.

ახალგაზრდა ქალის ცხედარი ხის ყუთში იყო მოთავსებული, ყუთი კი ზემოდან ბეტონით იყო დაფარული.

სამართალდამცველებმა მოდელის მკვლელობის საქმეზე მისი 45 წლის მეზობელი ქრისტოფერ პრესტიპინო დააკავეს, რომლის სახლი გონსალესის სახლიდან 150 მეტრის მოშორებით მდებარეობს.

გამოძიების ვერსიით, მოდელი მკვლელობის დღეს მეზობლის სახლში იყო. კაცმა მას მეტამფეტამინი შესთავაზა, რომლის მიღების შემდეგ გონსალესი არაადეკვატურად იქცეოდა, სავარაუდოდ, იმიტომ რომ ახალგაზრდა ქალს ფსიქიკური დაავადება ჰქონდა.

ამის გამო პრესტიპინომ ის საწოლზე მიაბა. პოლიციის ვერსიით, ქალი მას ემუქრებოდა, რომ ნარკოტიკების გამო უჩივლებდა და გათავისუფლების შემდეგ კი სახეში გაარტყა. კაცმა მისი გაგუდვა სცადა, თუმცა ესმერალდა, რომელიც მას გარდაცვლილი ეგონა, გონს მოვიდა. ამის შემდეგ კაცმა მას ნემსით, სავარაუდოდ, აუზის საწმენდი საშულება გაუკეთა, რის შემდეგაც გონსალესი გარდაიცვალა.

პროკურორმა დაწერა, რომ მკვლელმა ცხედარი ხის ყუთში დამალა და დაქირავებული U-Haul-ით უდაბნოში გადაიტანა, სადაც დამარხა და ბეტონით დაფარა.

გამოცემა The Sun-ის ინფორმაციით, დაპატიმრებულია, აგრეთვე, ქრისტოფერ პრესტიპინოს მეგობარი ქალი, 31 წლის ლიზა მორტი, დანაშაულის დაფარვისა და დამნაშავის დახმარებისთვის.

ქრისტოფერ პრესტიპინო
ლიზა მორტი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close