კინო/ფილმებიმსოფლიოკულტურასაზოგადოებასაქართველო

რეზო გაბრიაძის მოთხრობების მიხედვით შექმნილი ანიმაცია „ოსკარისათვის“ იბრძოლებს

ლეგენდარული ქართველი რეჟისორის, სცენარისტის, მწერლისა და მარიონეტების თეატრის დამაარსებლის, რეზო გაბრიაძის მოთხრობების მიხედვით შექმნილი ანიმაციური ფილმი „ჰარი-ჰარალე, დედაო!“ „ოსკარის“ ნომინანტებს შორის, საუკეთესო სრულმეტრაჟიანი მულტფილმების კატეგორიის ე. წ. ლონგლისტში მოხვდა. ანიმაციურ ფილმს ინგლისურ ენაზე „REZO” ჰქვია და „ოსკარის“ ნომინანტთა სიაშიც სწორედ ამ სახელწოდებითაა.

ამ კატეგორიაში სულ 32 სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმია, მათგან საუკეთესოებს კი 2020 წლის 13 იანვარს გამოავლენენ და სწორედ ისინი გააგრძელებენ ფინალურ ბრძოლას „ოსკარისთვის“. გამარჯვებულები „ოსკარის“ დაჯილდოების ცერემონიაზე გამოვლინდებიან, რომელიც 2020 წლის 9 თებერვალს გაიმართება.

ანიმაციურ ფილმში, რომელიც რეზო გაბრიაძის შვილმა, ლევან გაბრიაძემ შექმნა, მოთხრობილია, როგორ „შეხვდა“ „ქინ-ძა-ძასა“ და „მიმინოს“ სცენარისტი სტალინს, ლენინსა და ჰიტლერს (შეგახსენებთ, რომ რეზო გაბრიაძეს ეკუთვნის ფილმების – „მიმინოს“ და „ქინ-ძა-ძა!-ს“ სცენარი).

ლევან გაბრიაძე ამბობს, რომ ამ პროექტის განხორციელება უკვე 20 წელია, მისი ოცნებაა.

ანიმაციური ფილმი „ოსკარისთვის“ რუსეთის სახელით იბრძოლებს.

ტრეილერს „ქუთაისი ქალაქია“ ადევს ფონად (რუსულად ფილმის სახელწოდებაა „Знаешь, мама, где я был?“)

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close