ცნობილი ბერძენი დიზაინერი სოფია კოკოსალაკი გარდაიცვალა

გარდაიცვალა ცნობილი ბერძენი დიზაინერი სოფია კოკოსალაკი. ამის შესახებ PROTOTHEMA.GR წერს.

დიზაინერი 47 წლის იყო, გარდაცვალების მიზეზი არ სახელდება.

სოფია კოკოსალაკი 1972 წელს დაიბადა ათენში. თავიდან იგი ათენის უნივერსიტეტში ლიტერატურას სწავლობდა, შემდეგ კი ლონდონში წავიდა წმინდა მარტინის სახელობის  ხელოვნების და დიზაინის კოლეჯში სასწავლებლად, რომელიც 1998 წელს დაამთავრა. დამთავრებიდან ერთი წლის შემდეგ სოფიამ საკუთარი ბრენდი შექმნა და ლონდონის მოდის კვირეულში მიიღო მონაწილეობა.

2002 წელს სოფიამ ჟურნალ ELLE-ის პრემია მიიღო.

2004 წელს მას მიანდეს ათენის საზაფხულო ოლიმპიადის გახსნის და დახურვის ცერემონიალისთვის კოსტიუმების დიზაინი, ხოლო 2006 წელს იგი Vionnet-ის კრეატიული დირექტორის პოზიციაზე მიიწვიეს.

სოფია კოკოსალაკი იყო პირველი ბერძენი დიზაინერი, რომელიც მუშაობდა პარიზში და შემდეგ – ლონდონში.

კოკოსალაკი საქორწილო კაბებსაც კერავდა. თავისი პირველი საქორწილო კოლექცია მან 2012 წელს გამოუშვა. სოფია ხშირად მიმართავდა დრაპირებას და ტანსაცმლის დიზაინში ტრადიციული ბერძნული სამოსის ელემენტებს იყენებდა. მისი  სამოსი, სხვებთან ერთად, ცნობილ მსახიობებსაც ეცვათ, როგორებიც არიან: კირსტინ დანსტი, ქლოე სევინი, ჯენიფერ კონელი…

კომენტარები