კრიმინალისაზოგადოებასაბერძნეთი

საბერძნეთის ციხიდან პატიმარი გაიქცა… ავადმყოფი დედის მოსანახულებლად?

გასულ შაბათს, 12 ოქტომბერს კუნძულ კრეტაზე აგია-ხანიის (Χανιά) ციხიდან 59 წლის პატიმარი გაიქცა. გაქცეული მამაკაცი კვირას დააკავეს ქალაქ ირაკლიონის ერთ-ერთ ქუჩაზე მას შემდეგ, რაც სამართალდამცველებმა იგი ამოიცნეს. ინფორმაციას EFSYN.GR ავრცელებს.

პოლიციელებმა, რომლებმაც გაქცეული პატიმარი დაიჭირეს, განაცხადეს, რომ მამაკაცის თქმით, იგი ციხიდან თავისი ავადმყოფი დედის მოსანახულებლად გაიქცა, რომელიც ირაკლიონში იმყოფება.

59 წლის ბერძენი მამაკაცი გახმაურებული ქურდობისთვის იხდის სასჯელს. იგი ციხიდან შაბათს გაიქცა და მისი არყოფნა პატიმრების ღამის დათვლის დროს შეამჩნიეს, რის შემდეგაც განგაში ატყდა და პოლიციამ მისი ძებნა დაიწყო.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close