იტალიაკრიმინალი

იტალიაში დანაშაულის რაოდენობა სულ უფრო იკლებს, თუმცა თაღლითებს ერიდეთ

2019 წელს იტალიაში რეგისტრირებულ დანაშაულებათა რიცხვმა 2,4%-ით იკლო 2018 წლის მონაცემებთან შედარებით. ამის თაობაზე იტალიური მედია იუწყება, SOLE 24 ORE-ს რეიტინგზე დაყრდნობით, რომელშიც გაანალიზებულია კრიმინოგენული სიტუაცია ქვეყნის 107 პროვინციაში.

მონაცემებიდან ჩანს, რომ იტალიაში, საშუალოდ, დღე-ღამეში 6500 დანაშაული რეგისტრირდება. ზრდა ფიქსირდება მხოლოდ ისეთი დანაშაულების შემთხვევაში, რომლებიც კვალიფიცირდება „თაღლითობად“, მათ შორის, ინტერნეტში (518 დღეში; ზრდა +15%), ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაული (76 დღეში; ზრდა +2.8%) და გამოძალვა (27 დღეში; ზრდა + 17%)

ყველაზე მეტი დანაშაული მოსახლეობის რაოდენობასთან შეფარდებით ხდება მილანში (7017 დანაშაული 100 000 მოსახლეზე, თუმცა ეს წინა წელთან შედარებით 5,2%-ით ნაკლებია), მას მოსდევს რიმინი (6430 დანაშაული) და ფლორენცია (6252).

სიცილიის რეგიონი კატანია ეროვნულ რეიტინგში 28-ეა, სირაკუზა – 29-ე, მაშინ როდესაც პალერმო დანაშაულთა რიცხვით (მოსახლეობის რაოდენობასთან შეფარდებით) 33-ე ადგილზეა.

იტალიაში ყველაზე ნაკლები დანაშაულისთვის „ოქროს მედალს“ იმსახურებს ორისტანო (1493 – 100 0000 კაცზე), მას მოსდევს პორდენონე და ბენევენტო.

მილანი ძველებურად ისეთი დანაშაულებით გამოირჩევა, რომელიც კვალიფიცირდება, როგორც „ქურდობა“. ის პირველად უსწრებს ამ მხრივ რიმინის, მაშინ როდესაც რომში (მე-6 ადგილი საერთოეროვნულ რეიტინგში) არის ერთი „ნეგატიური შტრიხი“ – ნარკოტიკების ბრუნვის და ნარკობიზნესის ზრდა, რომელმაც 2017 წელთან შედარებით 10,9%-ით მოიმატა.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close