მსოფლიოnewsსაზოგადოება
იაპონიაში ტაიფუნის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 39-მდე გაიზარდა
იაპონიაში ტაიფუნ „ჰაგიბისის“ შედეგად დაღუპულთა რიცხვი 39-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ამ დრომდე დაკარგულად ითვლება 15 ადამიანი, 189 კი დაშავებულია.
სტიქიის ზონაში 136 000 ადამიანი სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი, 5000 მაცხოვრებელს კი ელექტროენერგია არ მიეწოდება.
ქვეყნის 11 პრეფექტურაში მაშველები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. სტიქიის გამო შეჩერებულია აეროპორტ ნარიტას მუშაობა. სტიქიის ზონიდან ევაკუირებული ათასობით ადამიანი ამ დრომდე დროებით საცხოვრებელ ცენტრებში რჩება.
1tv.ge
კომენტარები