ჭიდაობა: 19 მედალი ვეტერანთა მსოფლიო ჩემპიონატზე! (ვიდეო)

ქართველმა ვეტერანმა მოჭიდავეებმა მსოფლიო ჩემპიონატი 19 მედლით დაასრულეს. აქედან 4 ოქრო, 5 ვერცხლი და 10 ბრინჯაო იყო.

მსოფლიო ჩემპიონატში, რომელიც თბილისის სპორტის სასახლეში 8-13 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართა, სულ 41 ქვეყნის 700-ზე მეტი ვეტერანი მოჭიდავე მონაწილეობდა.

ოქროს მედლის მფლობელები აკაკი ჩაჩუა, ამირან სვანიძე, ზურაბ წიქარაძე (ბერძნულ-რომაული) და ლუკა კურტანიძე (თავისუფალი, ზედიზედ მესამედ) გახდნენ.

ლუკა კურტანიძის გამარჯვება ფინალში – 26 წამში მოგებული ოქრო

რაც შეეხება ვერცხლის მედლებს, მისი მფლობელები ვალერი კუპატაძე, მამუკა ხემშიაშვილი, შმაგი გოქაძე, დავით კუპრაშვილი (ბერძნულ-რომაული) და ჯამბულ სანაკოშვილი (თავისუფალი) გახდნენ.

ბრინჯაოს მედლები ირაკლი ჭოჭუამ, მალხაზ გოგოლაძემ, ალექსანდრე ტაბატაძემ, ვასილ გოგოლაძემ (ბერძნულ-რომაული), ალუდა სილაგაძემ, ვახტანგ ნარიაშვილმა, მალხაზ ჯორბენაძემ, გოჩა კირკიტაძემ, ბონდო სარდანაშვილმა და მალხაზ როზომაშვილმა (თავისუფალი ჭიდაობა) მოიპოვეს.

crystalsport.ge

კომენტარები