მსოფლიოკრიმინალისაზოგადოება

ციხეში მოკლეს პედოფილი, რომელსაც 22 საქმეზე სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი

დიდ ბრიტანეთში, იორკშირის საგრაფოს ციხეში, ბავშვებზე სექსუალურ ძალადობაში მსჯავრდებული, 33 წლის ბრიტანელი რიჩარდ ჰაკლი მოკლეს. ამის შესახებ, საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით, ინფორმაციას ტელეკომპანია SLY NEWS-ი ავრცელებ.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, ჰაკლს საკანში თავს დაესხნენ და ცივი იარაღით რამდენჯერმე დაჭრეს.

2016 წელს რიჩარდ ჰაკლს პედოფილიისთვის 22 საქმეზე სამუდამო პატიმრობის განაჩენი გამოუტანეს. ჰაკლმა ყველა დანაშაული აღიარა. მსხვერპლთაგან უმცროსი 6 თვის, უფროსი კი 12 წლისა იყო. გამოძიება ვარაუდობდა, რომ ჰაკლის მსხვერპლთა რეალური რიცხვი 200-ია.

რიჩარდ ჰაკლი დანაშაულს 2006-2014 წლებში ჩადიოდა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში, ძირითადად, მალაიზიაში, სადაც ღარიბ რაიონებში ფოტოგრაფად და მასწავლებლად მუშაობდა. ჰაკლი ძალადობის მსხვერპლებს ფოტოებს უღებდა და ინტერნეტში ყიდდა. დაკავების შემდეგ მის კომპიუტერში 20 ათასი ფოტო და ვიდეო აღმოაჩინეს.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close