საზოგადოებასაბერძნეთი

ათენის აეროპორტში ავარიულად დაჯდა ბრიტანული თვითმფრინავი, ბორტზე 152 მგზავრით

2 ოქტომბერს, საღამოს ცხრის ნახევარზე ათენის საერთაშორისო აეროპორტში ავარიულად დაჯდა კომპანია „ბრითიშ ეარვეისის“ (BRITISH AIRWAYS) კუთვნილი თვითმფრინავი AIRBUS 320. თვითმფრინავში 152 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი იმყოფებოდა.

საჰაერო ხომალდი ასრულებდა რეისს კვიპროსის ქალაქ ლარნაკიდან ლონდონის მიმართულებით. როდესაც თვითმფრინავი კუნძულ სამოსის თავზე მიფრინავდა, ხომალდის კონტროლის მოწყობილობამ კვამლის არსებობა აჩვენა. ხანძრის გაჩენის შესაძლებლობით შეშინებულმა კაპიტანმა ათენის საერთაშორისო აეროპორტში თვითმფრინავის საავარიო დაშვების ნებართვა ითხოვა.

ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. არავინ დაშავებულა. ნახევარი საათის განმავლობაში მეხანძრეები თვითმფრინავს ამოწმებდნენ, მაგრამ ხანძრის კერა ვერ აღმოაჩინეს.
ბოლო ცნობების მიხედვით, თვითმფრინავი მწყობრშია და დანიშნულების ადგილისაკენ ფრენას უახლოეს წუთებში გააგრძელებს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close