„რომელი ჩავიცვა … სკანდალის გარეშე????“ – პრეზიდენტი BALENCIAGA-ს ახალ კოლექციაზე

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ჩაცმულობის გამო გააკრიტიკეს, ფეისბუქის პირად გვერდზე BALENCIAGA-ს ახალი კოლექციიდან რამდენიმე კაბას აზიარებს წარწერით: „რომელი ჩავიცვა… სკანდალის გარეშე????“

ამ პოსტით იგი, სავარაუდოდ, იმ ადამიანების კრიტიკას ეხმაურება, რომლებმაც მას პროტოკოლის უგულებელყოფაში დასდეს ბრალი.

შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილი გაეროს გენერლური ასამბლეის ფარგლებში აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და მის მეუღლეს, მელანიას შეხვდა და მათთან ერთად სამახსოვრო ფოტოც გადაიღო. ამ შეხვედრაზე მას  წითელი პალტო, შავი კაბა და მუქი კოლგოტი ეცვა, რომელიც მაღალქუსლიან შავ ფეხსაცმელთან ჰქონდა შეხამებული.

სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მომ­ხმა­რებ­ლე­ბი წერ­დნენ, რომ ამ ჩაც­მუ­ლო­ბის შემ­დეგ საქართველოს პრე­ზი­დენტზე, რო­გორც გე­მოვ­ნე­ბი­ან ადა­მი­ან­ზე, შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა შეეცვალათ.

დემნა გვასალიამ ლურჯი კაბით შემოსილი პრეზიდენტის ფოტო წარწერით „შეგირჩიეთ“ თავის გვერდზე გამოაქვეყნა.

კომენტარები