ეკონომიკაnewsსაქართველო

ახალი 10-ლარიანი მიმოქცევაში დღეს გამოდის

დღეიდან საქართველოს ეროვნული ბანკი მიმოქცევაში განახლებულ 10 ლარის ნომინალის ბანკნოტებს გაუშვებს. ახალი ბანკნოტები წინა წლების გამოშვების ბანკნოტების პარალელურად იქნება მიმოქცევაში.

განახლებული 10-ლარიანი ბანკნოტის წინა მხარეს გამოსახულია აკაკი წერეთლის პორტრეტი გაუმჯობესებული რელიეფურობის ხარისხითა და მოცულობით, ასევე, ნაწყვეტი აკაკის ლექსიდან „გაზაფხული“ მისი ავტოგრაფით, აყვავებული რტო და მერცხალი.

უკანა მხარეს წარმოდგენილია დიდი ქართველი ფერმწერისა და გრაფიკოსის, დავით კაკაბაძის ცნობილი ნახატი „იმერეთი – დედაჩემი“ და საქართველოს სახელმწიფო გერბი.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close