fbpx
მსოფლიოსაზოგადოება

ანტარქტიდას 315 მილიარდი ტონა აისბერგი მოსწყდა

ანტარქტიდას 315 მილიარდი ტონა აისბერგი მოსწყდა. ამის შესახებ „ბიბისი“ იუწყება.

დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, აისბერგ D28-ის ფართობი 1,636 ათას კვადრატულ კილომეტრს შეადგენს, მისი წონა კი დაახლოებით 315 მილიარდი ტონაა.

ეიმერის შელფური მყინვარიდან წარმოქმნილი აისბერგი საზღვაო ხომალდებისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს, ამიტომ მისი ადგილმდებარეობის და მიმართულების დასადგენად აისბერგზე უწყვეტი მონიტორინგი მიმდინარეობს.

ეიმერის შელფური მყინვარი ანტარქტიდაზე სიდიდით მესამეა. ბოლოს მსგავსი მასშტაბების აისბერგი ეიმერის შელფურ მყინვარს 50 წლის წინ მოსწყდა – მისი ფართობი 9000 კვ. კილომეტრი იყო.

მეცნიერები აცხადებენ, რომ ყინულის გიგანტური მასის მოწყვეტა კლიმატის ცვლილებას არ უკავშირდება. სატელიტური მონაცემები ცხადყოფს, რომ ზაფხულში ყინულის მნიშვნელოვანი ნაწილის დნობის მიუხედავად ეიმერის შელფურ მყინვარზე ამ მხრივ ვითარება დაბალანსებულია.

სავარაუდოდ, აისბერგს დინებები და ქარი დასავლეთისკენ წაიღებს. მეცნიერების თქმით, მის ბოლომდე დაშლას და დადნობას რამდენიმე წელი დასჭირდება.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close