საზოგადოებახელოვნებასაქართველო

გიორგი სისაურისეული ქართული ანბანი – ორი ექსპონატი ხელნაწერი ბრიტანეთის სამეფო ბიბლიოთეკაში გადაინაცვლებს

ახალგაზრდა ქართველი კალიგრაფი და მხატვარია გიორგი სისაური 7 წლიდან ხატავს ბიბლიურ სცენებს, პორტრეტებს, ფიგურატიულ და აბსტრაქტულ კომპოზიციებს. მისი პირველი პერსონალური გამოფენა 2010 წელს გაიმართა, ხოლო მისი ნამუშევრები 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, ხელოვნების პროგრამის ფარგლებში, ოფენბახის შრიფტის მუზეუმში იყო გამოფენილი.

აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა ქართველი მხატვრისა და კალიგრაფის ნამუშევრები 2016 წელს რომის პაპს – ფრანცისკე I-ს გადაეცა საჩუქრად. ამ ეტაპზე მისი ნამუშევრების ნაწილი გამოფენილია თბილისში, ხელოვნების სასახლეში.

აღსანიშნავია, რომ ამჟამად ხელოვნების სასახლეში გიორგი სისაურის მიერ შესრულებულ ქართულ ანბანთან ერთად გამოფენილია მისი ორი ხელნაწერი, რომელიც მოგვიანებით, ხელოვანის თქმით, ბრიტანეთის სამეფო ბობლიოთეკაში გადაინაცვლებს, სადაც აქამდე არასდროს ყოფილა დაცული ქართული ხელნაწერი.

marketer.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close