ვიდეოკინო/ფილმებისაზოგადოებასაბერძნეთი

ვინ შეასრულებს ამერიკელი ჟურნალისტის როლს ბერძნულ ტელესერიალში „რვა სიტყვა“?

სცენარისტის და მსახიობის, ანდრეა გეორგიუსის ტელესერიალი „რვა სიტყვა“ გამოსვლის პირველი წუთიდან დღემდე მედგრად უძლებს დროის იმავე მონაკვეთში სხვადასხვა არხზე გასულ ცნობილ გადაცემებთან კონკურენციას. მისი რეიტინგი 18-21%-ია ანუ ტელესერიალს, საშუალოდ, დაახლოებით 700 000 კაცი უყურებს.

პოლიტიკური თრილერი, პარალელურად, ათენსა და კუნძულ კერკირაზე მიმდინარეობს. მისი მთავარი თემაა ორი ძმის სიყვარული ერთი და იმავე ქალის მიმართ. მთავარ სიუჟეტურ ხაზს ფონად გასდევს პოლიტიკოსებსა და ბიზნესის ლობებს შორის გამართული ბრძოლა, ინტრიგები, მკვლელობები და გაუხსნელი საიდუმლოებები…

ანდრეა გეორგიუსი ორი თვის განმავლობაში აწარმოებდა მოლაპარაკებებს ამერიკელ მსახიობ კეტრინ კელი ლენგთან (Katherine Kelly Lang). ახლახან ცნობილი გახდა, რომ ამერიკული ტელესერიალის, „თამამები და ლამაზები“ (The Bold and the Beautiful, 1987-2019) ერთ-ერთი მთავარი გმირი, „ბრუკი“ თანახმაა, „რვა სიტყვაში“ ამერიკელი ჟურნალისტის როლი ითამაშოს. როგორც გაირკვა, იგი საკმაოდ ბევრ ეპიზოდში მიიღებს მონაწილეობას. 58 წლის ამერიკელი ვარსკვლავი კვლავაც ფრიად მომხიბლავად გამოიყურება.

ჩვენ კი მოუთმენლად ველით მის გამოჩენას ბერძნულ ტელესერიალში „რვა სიტყვა“, რომელიც ტელეკომპანია ΣΚΑΙ-ზე ანშლაგით გადის ყოველ საღამოს, 20:00 საათზე საბერძნეთის დროით.

ია თულაშვილი

ვიდეო: ანდრეას გეორგიუ საუბრობს კეტრინ კელი ლენგის მონაწილეობაზე „8 სიტყვაში“.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close