თამთა გვასწავლის, როგორ შევარჩიოთ MULES-ის შესაფერისი ჩაცმულობა

მოდის მიმდევარი ყველა ქალის მზერა ამ პერიოდში მოდის დედაქალაქებისკენ არის მიპყრობილი, სადაც ცნობილ დიზაინერთა ახალი კოლექციების ჩვენება იმართება. ყურადღების ცენტრშია, აგრეთვე, STREET STYLE LOOKS-ი (ე. წ. ქუჩის სტილი).

გაინტერესებთ, რომელ ფეხსაცმელებს ირჩევენ მოდის თავგადაკლული მიმდევრები? – ეს არის მაღალქუსლიანი mules – ქუსლის ნაწილში ღია ფეხსაცმელები, რომელიც ბოლო რამდენიმე სეზონია, ისევ იპყრობს პოდიუმს.

ამ ტიპის ფეხსაცმელი ჩაცმულობას და სტილს გამორჩეულს ხდის, თუმცა რთული არჩევანის წინაშე გვაყენებს, რადგან მათთვის სამოსის შეხამება არც ისე იოლია.

თუ თქვენც იმ ქალთა რიცხვს ეკუთვნით, რომლებსაც ჯერ კიდევ არ გადაუწყვეტიათ, რას შეუხამონ ისინი, მომღერალი და style icon-ად წოდებული თამთა, როგორც ყოველთვის, ამაშიც დაგეხმარებათ. თამთამ ეს ყველაზე გამორჩეული მაღალქუსლიანი mules-ი, შავ ფონზე თეთრი კოპლებით, წვრილკოპლებიან თეთრ კომბინეზონს ელეგანტურად შეუხამა და უჩვეულოდ გამორჩეული სტილი შექმნა. ეს ხომ თამთას კიდევ ერთი განსაცვიფრებელი უნარია მომღერლობის შემდეგ.

ია თულაშვილი

წყარო: instyle.gr

ფოტოები თამთას ინსტაგრამიდან

კომენტარები