მიგრაციამსოფლიოიტალიამიგრაციაპოლიტიკა

კიდევ ერთი ტრაგედია – ნავის გადაბრუნების შედეგად 7 მიგრანტი დაიღუპა

7 მაროკოელი მიგრანტი, 6 მამაკაცი და ერთი ქალი, გარდაცვლილები იპოვეს წყალში აინ ჰარუდასთან (AIN HARROUDA, მაროკო), კასაბლანკიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, მას შემდეგ, რაც მათი ნავი გადაბრუნდა. ამის თაობაზე მაროკოს ხელისუფლებამ განაცხადა.

3 გადარჩენილი მიგრანტი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ნავზე, რომელსაც ევროპის სანაპიროებისკენ ჰქონდა გეზი, 50 მიგრანტი იმყოფებოდა. საძიებო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება.

მატეო სალვინიმ განაცხადა, რომ ერთ თვეში [სექტემბერი] იტალიაში შესულ მიგრანტთა რიცხვი 110%-ით გაიზარდა. „კონტე, რენცი, დი მაიო: სირცხვილი“, – წერს ლიგის ლიდერი თავის ტვიტერის გვერდზე.

„იმიგრაცია? დი მაიო მათემატიკას უარყოფს: 2019 წლის სექტემბერში, უკანონო მთავრობის მიერ ისევ გახსნილი პორტების გამო, შემოსულთა რიცხვი თითქმის გაორმაგდა გასულ წელთან შედარებით, 947-იდან 1716-მდე. მოვაჭრეები მადლობლები არიან, იტალიელები – არა“, – წერს სალვინი ტვიტერზე.

წყარო: ANSA

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close