მედიცინამსოფლიოსაზოგადოება

ოპერაციის გზით შესაძლებელია მენოპაუზის 20 წლით დაპაუზება

ბევრისთვის მენსტრუაცია თუ პრემენსტრუალური სინდრომი (PMS) ისეთ ტკივილსა და დისკომფორტს უკავშირდება, რომ მათთვის რთული წარმოსადგენია, ვინმეს ციკლის 20 წლით გახანგრძლივება მოუნდეს, თუმცა მენოპაუზის დროს, როცა ქალის ორგანიზმი ნაკლებ ესტროგენს გამოყოფს და მენტრუალური ციკლიც იწყებს შეჩერებას, ქალის სქესობრივი ცხოვრებაც ნელ-ნელა ქრება.

როგორც წესი, მენოპაუზა 45-იდან 55 წლამდე ქალებში იწყება და ახალ პრობლემებს აჩენს – სიმპტომების ერთობლიობას, რომელსაც კლიმაქსს ვუწოდებთ.

გაერთიანებულ სამეფოში რეპროდუქციაზე მომუშავე მეცნიერებმა შეიმუშავეს მეთოდი, რომლის საშუალებითაც პაციენტებს შესაძლებლობა აქვთ, 30-წუთიანი ოპერაციის შემდეგ 20 წლით გადადონ მენოპაუზა. ამისათვის საჭიროა პაციენტის საკვერცხიდან ქსოვილის მცირე ნაწილის ამოღება მენოპაუზის დადგომამდე პერიოდში (რომელიც შეიძლება იყოს ნებისმიერი რეპროდუქციულად აქტიური პერიოდი ქალის ცხოვრებიდან). ეს ქსოვილი იყინება მანამ, სანამ პაციენტს მენოპაუზის სიმპტომები არ დაეწყება, რაც, ჩვეულებრივ, 45 წლის შემდეგ ხდება. მენოპაუზის დაწყების დროისათვის ექიმები შენახულ ქსოვილს პაციენტის ორგანიზმში მოათავსებენ, ისეთ ადგილას, სადაც სისხლის მიმოქცევა კარგია (მაგალითად, კიდურებში). თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, ქსოვილი ჰორმონების (ესტროგენის) წარმოებას დაიწყებს, რაც მენოპაუზის შეჩერებას მოასწავებს.

რა თქმა უნდა, შედეგი დამოკიდებულია ქალის ასაკზე – იმაზე, თუ რა დროს აიღო მან ქსოვილი საკვერცხიდან. მაგალითად, თუ ამ პროცედურას 25 წლის ასაკში გაიკეთებთ, შესაძლებელი ხდება მენოპაუზა 20 წლით დააპაუზოთ, ანუ ნაცვლად 45 წლის ასაკისა, ის 65 წლის ასაკში დაგეწყებათ. The Guardian-ის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ ქსოვილი 40 წლის ქალის საკვერცხიდან იქნება აღებული, ის მხოლოდ 5 წლით შეძლებს მენოპაუზის შეჩერებას.

დღეისათვის ამ ოპერაციის ჩატარება მხოლოდ კლინიკა ProFam-შია შესაძლებელი, რომელიც გაერთიანებული სამეფოს ქალაქ ბირმინგემში მდებარეობს. მისი ხელმძღვანელია სიმონ ფიშელი – ინ ვიტრო განაყოფიერების ერთ-ერთი პიონერი. ოპერაციის ხარჯები 8500-იდან 13300 დოლარამდეა. საფასურში შედის წლების შემდეგ, როცა პაციენტის ორგანიზმში მენოპაუზის დრო დადგება, საკვერცხის გაყინული ქსოვილის იმპლანტირებაც.

ცნობილია, რომ ამ ეტაპზე ცხრა ადამიანმა უკვე ჩაიტარა ოპერაცია, რომელიც საკვერცხიდან ქსოვილის აღებას გულისხმობს. მენოპაუზის გადადების გარდა მსგავსი პროცედურა შესაძლოა დაეხმაროს ქალებს, გააჩინონ შვილი 45 წელს ზემოთ.

ფიშელი გარდიანთან ინტერვიუში ამბობს, რომ 20-იდან 30 წლამდე ასაკის ქალების საკვერცხიდან აღებულ ქსოვილს 20-30 წლის შემდეგ, მენოპაუზის გადადების საჭიროებისას, ახალი კვერცხუჯრედების წარმოება შეეძლება.

წყარო: marketer.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

One Comment

  1. I like the valuable information you provide in your articles. I will bookmark your blog and check again here regularly. I’m quite certain I will learn lots of new stuff right here! Best of luck for the next!

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close