მსოფლიოსაზოგადოებასაქართველოსპორტი

შოთა არველაძე ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირების საუკეთესო ბომბარდირთა ათეულშია

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში გატანილი გოლების რაოდენობით პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ პირველ ადგილზეა. მან 31 მატჩში 25 გოლი გაიტანა.

მეორე ადგილს 23 გოლით ლეგენდარული ირლანდიელი ფორვარდი რობი კინი იკავებს.

საუკეთესო სამეულში დანიის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი იონ დალ ტომასონია, სკანდინავიელის ანგარიშზე 20 გოლია.

საუკეთესო ათეულშია საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ფორვარდი შოთა არველაძე. მან 25 შეხვედრაში 17 გოლი გაიტანა.

შოთა საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია და შეიძლება იმის თქმაც, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ფეხბურთის ისტორიაში გამორჩეული ქართველი ფორვარდიც იყო. მისი საფეხბურთო კარიერის მონაგარი 610 მატჩი და 347 გოლია.

crystalsport.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close