იტალიაკრიმინალიმიგრაცია

იტალიაში ბინების ძარცვის ბრალდებით 42 წლის ქართველი მამაკაცი დააკავეს

იტალიაში, მესტრეში (ვენეციის რაიონი) პოლიციამ 10 სექტემბერს საქართველოს მოქალაქე, 42 წლის კ. კ. დააკავა. მას ბრალად ედება ათეულობით ბინის და კერძო სახლის გაქურდვა. ამის შესახებ იტალიური მედიასაშუალებები იუწყებიან. 

პოლიციის ინფორმაციით, ბინების გაქურდვის ასეული შემთხვევა მესტრეში 2019 წლის იანვარ-აგვისტოს პერიოდში მოხდა, თუმცა ქურდი წლის პირველ თვეებში უფრო აქტიურად მოქმედებდა.

როგორც პოლიციის წყაროზე დაყრდნობით https://mestre.veneziatoday.it წერს, დამნაშავე ერთი და იმავე სქემას და მეთოდს იყენებდა: იგი დღისით შეათვალიერებდა ბინას, შემდეგ ღამით მიდიოდა და პლასტიკური ბარათის საშუალებით ისე აღებდა შესასვლელ კარს, რომ არანაირ კვალს არ ტოვებდა – კმაყოფილდებოდა მხოლოდ ნაღდი ფულით და მცირე ზომის ძვირფასი ნივთებით, სხვა ოთახებში თითქმის არც შედიოდა.

დაკავებულს დადასტურებულად მიაწერენ ბინების გაქურდვის 14 შემთხვევას, თუმცა ეჭვი აქვთ, რომ მას უკავშირდება სხვა შემთხვევებიც, რადგან ამ პერიოდში მომხდარ ათეულობით ანალოგიურ ქურდობაში იგივე ხელწერა ჩანს.

დაზარალებულთა განცხადებების და შიდა ვიდეოკამერების საშუალებით პოლიცია კ. კ.-ზე გავიდა. სავარაუდოდ, იგი ოქროს ნივთებს მალევე ყიდდა, თუმცა მისი ბინის ჩხრეკისას მარგერაში (Marghera, ვენეციის რაიონი), სადაც მამაკაცი თავის მეგობარ ქალთან ერთად ცხოვრობდა, 1500 ევროს ღირებულების მოპარული ნივთები აღმოაჩინეს.

მოპარული ნივთების ნაწილი

გამოძიება გრძელდება იმის დასადგენად, კიდევ რომელ შემთხვევებში ურევია კ. კ.-ს ხელი და ჰყავს თუ არა მას თანამზრახველები.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close