საზოგადოებაფსიქოლოგიასაქართველო

საქართველო „დიეტებით შეპყრობილი“ ქვეყნების ათეულშია

კულინარიული ვებგვერდის, „შეფსპენსილის(CHEFSPENCIL.COM) მონაცემებით, საქართველო „დიეტებით შეპყრობილი“ ქვეყნების ათეულშია.

რეიტინგი საძიებო სისტემა „გუგლის“ მონაცემების ანალიზის მიხედვით არის შედგენილი.

აღნიშნულ რეიტინგში პირველ ადგილზე პოლონეთია (გუგლის ქულა – 100), მეორეზე – ავსტრალია (83 ქულით), ხოლო მესამეზე – ამერიკის შეერთებული შტატები (78 ქულა).

როგორც ვებგვერდზე წერია, ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოველწლიურად 45 მილიონი ადამიანი „ჯდება“ დიეტაზე და ამერიკელები წელიწადში მთლიანობაში 33 მილიარდ დოლარს ხარჯავენ გასახდომ პროდუქტებზე.

საქართველო „დიეტებით შეპყრობილი ქვეყნების“ რეიტინგში მეშვიდე ადგილზეა (76 ქულით). ამასთან, კვლევის თანახმად, საქართველოში ყველაზე პოპულარული „დუკანის დიეტაა“.

საბერძნეთი, 65 ქულით, მე-16 ადგილზეა, მას მოსდევს იტალია – გუგლის ქულით 64.

რაც შეეხება ქალაქებს, დიეტების ძებნის მაჩვენებლით პირველ ადგილზე ვარშავაა, მეორეზე – ბრისბანი, მესამეზე – მელბურნი; რომი მერვე ადგილზეა. ამ „ტოპ-ათეულში“ საქართველოს ქალაქები არ მოხვდა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close