fbpx
საზოგადოებასაქართველოსპორტი

„ტორპედო“ შეიძლება დაიშალოს – აქცია ქუთაისის მერიის წინ

„ტორპედოს“ გულშემატკივრებმა ქუთაისის მერიის წინ აქცია გამართეს.

„გუნდში ამ დრომდე ფინანსური პრობლემები გადაუჭრელია, ფეხბურთელებისათვის სახელფასო დავალიანება კვლავ გადაუხდელია. საჭმელიც აღარ აქვთ. დღეს მომმარაგებელმაც უარი თქვა და განაცხადა, რომ კლუბს დიდი დავალიანება აქვს. ქალაქის ხელმძღვანელობისაგან ვითხოვთ პასუხს არსებულ სიტუაციაზე. შეიძლება „ტორპედო” დაიშალოს“, – ამბობენ აქციაში მონაწილე საფეხბურთო კლუბის გულშემატკივრები.

„ტორპედოს“ მხარდამჭერები მომავალში მასშტაბურ აქციებს გეგმავენ.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის მერიამ მიმდინარე თვის დასაწყისში კლუბ „ტორპედოს“ დაბრუნების პროცესი დაიწყო. პროცედურების დასრულების შემდეგ „ტორპედო“ მერიის ბალანსზე დაბრუნდება.

espersona.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close