საზოგადოებასაქართველოსპორტი

გიორგი თუთაშვილი და ეთო ლიპარტელიანი ძიუდოში ევროპის ჩემპიონები გახდნენ!

ახალგაზრდა ძიუდოისტთა შორის ევროპის ჩემპიონატის პირველივე დღეს ქართველმა ძიუდოისტებმა 2 ოქროს მედალი მოიპოვეს. ჩემპიონები გახდნენ გიორგი თუთაშვილი (66 კგ) და ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ).

თუთაშვილმა ფინალში მოლდოვის წარმომადგენელ ადილ ოსმანოვს იპონით სძლია.

ფინალამდე მან ურჰ კლოპჩიჩი (სლოვენია), არტიომს გალაკტიონოვსი (ლატვია), ივო ვერჰოსტერტი (ჰოლანდია) და იბრაჰიმ ალიევი (აზერბაიჯანი) დაამარცხა.

ეთო ლიპარტელიანმა ფინალამდე ხორვატ დორა ბორტასს, ჰოლანდიელ პლეუნი კორნელისს და გერმანელ სეია ბალჰაუსს სძლია, ფინალურ შეხვედრაში კი იტალიელი სილვია პელიტერი ასევე იპონით დაამარცხა.

გიორგი თუთაშვილის მწვრთნელია დავით თევდორაძე, ეთო ლიპარტელიანის – გიორგი თენაძე.

ევროპის ჩემპიონატი ფინეთის ქალაქ ვანტააში დღეს, 12 სექტემბერს დაიწყო და 15 სექტემბრამდე გასტანს. იმედი გვაქვს, რომ ქართველი ძიუდოისტები კიდევ გაგვახარებენ მედლებით.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close