გარეული ღორების კოლტი ათენის გარეუბანში

ათენის ჩრდილოეთით მდებარე დიონისოს დასახლებაში უცნაური შემთხვევა მოხდა – დასახლებულ რაიონში გარეული ღორების კოლტი გამოჩნდა.

კოლტი ათი ღორისგან შედგება და ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე დაბანაკდა. ღორები ადამიანების თვალწინ ბალახობენ და გამვლელებს ყურადღებას არ აქცევენ. გარეული ღორები საკმაოდ აგრესიულები არიან, ამიტომაც ადამიანები მათთან კონტაქტს ერიდებიან.


საგულისხმოა, რომ ბოლო წლების განმავლობაში საბერძნეთში გარეული ღორების პოპულაცია მნიშვნელოვნად გაიზარდა. პელოპონესის ნახევარკუნძულსა და მაკედონიაში ადგილობრივი ხელისუფლება სპეციალური ღონისძიებების გატარებას აპირებს, რადგან გარეული ღორები სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებს აზიანებენ და ადამიანებისთვისაც საფრთხეს წარმოადგენენ.

ნახეთ ვიდეო:

კომენტარები