საბერძნეთისაიმიგრაციო კანონმდებლობის სიახლეები

საბერძნეთი: კარგი სიახლე მათთვის, ვინც ბინადრობის მოწმობის აღებას ელოდება

საბერძნეთში მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეებისთვის კარგად არის ცნობილი იმ სიძნელეების შესახებ, რომლებიც ბინადრობის მოწმობის აღებასა და განახლებას ახლავს თან. ხშირად მათ მთელი ღამის განმავლობაში ცოცხალ რიგში უწევთ დგომა, რათა დილით სანუკვარი რიგის ნომერი მიიღონ და საიმიგრაციო სამსახურის შენობაში შესვლა მოახერხონ. ანალოგიური სიტუაციაა უკვე გამოსული ბინადრობის მოწმობის აღების დროსაც. ამ მხრივ განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში არიან ათენის ცენტრალური უბნების ბინადრები, რადგანაც ქალაქის ცენტრში ბევრი იმიგრანტი ცხოვრობს.

როგორც ჩანს, ათენის საიმიგრაციო სამსახურმა აღნიშნული პრობლემის მოგვარება დაიწყო. ყოველ შემთხვევაში, უკვე აღარ მოგიწევთ ცოცხალ რიგში დგომა უკვე გამოსული ბინადრობის მოწმობის ასაღებად: 2 სექტემბრიდან ძალაში შევიდა ახალი წესი, რომლის მიხედვითაც,  საბუთის აღებას რანდევუს დანიშვნის შემდეგ შეძლებთ. ამისათვის საჭიროა ელექტრონული წერილი გაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]
ელექტრონულ წერილში უნდა მიუთითოთ თქვენი პასპორტის ნომერი, ხოლო ბინადრობის მოწმობის მისაღებად რომ მიხვალთ, თან უნდა იქონიოთ პასპორტი და ცნობა, რომელსაც საბუთების ჩაბარებისას გაძლევენ. რანდევუ ინიშნება ძველი ბინადრობის მოწმობის მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close