მოგზაურობამსოფლიოსაზოგადოება
„ბრითიშ ეარვეისის“ პილოტების გაფიცვის გამო 1500 რეისი გადაიდო (ვიდეო)
ავიაკომპანია „ბრითიშ ეარვეისის“ ისტორიაში ყველაზე მასშტაბური გაფიცვა ორშაბათს დაიწყო და სამშაბათის ჩათვლით გაგრძელდება. ინფორმაციას „ტელეგრაფი“ (The Telegraph) ავრცელებს.
ორდღიანი გაფიცვის გამო დღეში 850-ზე მეტი ავიარეისი გაუქმდა. გაფიცვა ავიაკომპანიას 44.5 მილიონი ევროს ოდენობის ზარალს მიაყენებს ერთი დღის განმავლობაში.
პილოტების მთავარი მოთხოვნა ანაზღაურების გაუმჯობესებაა. როგორც პილოტების ასოციაციაში აცხადებენ, ავიაკომპანიამ თავისი მოგების გარკვეული წილი მფრინავებს უნდა გაუზიაროს, ვინაიდან პილოტები ღირსეულად შეხვდნენ რთულ პერიოდში მათთვის ანაზღაურების შემცირებას. ახლა კი ავიაკომპანია დიდ მოგებას იღებს და პილოტები ხელფასების მომატებას ითხოვენ.
ავიაკომპანიამ მოუწოდა მგზავრებს, არ მივიდნენ აეროპორტებში, ვიდრე მათ ალტერნატიულ გზას არ შესთავაზებენ.
ვარაუდობენ, რომ პილოტების გაფიცვის გამო 280 ათასი მგზავრი დაზარალდება.
კომენტარები