მსოფლიოხელოვნებაკულტურასაზოგადოება

ჯენიფერ ლოპესი: 50 წლის ასაკი საუკეთესო პერიოდია ჩემს ცხოვრებაში

პოპულარულ მომღერალს ჯენიფერ ლოპესს ივლისში 50 წელი შეუსრულდა. მუსიკოსმა ცოტა ხნის წინ საკუთარ ასაკზე ჟურნალ ES-თან ისაუბრა.

როგორც ცნობილია, არტისტი ახალ ფილმში Hustler-ში მონაწილეობს, რომელშიც სტრიპტიზის მოცეკვავეს განასახიერებს.

„დავფიქრდი თუ არა, რომ ამას 50 წლის ასაკში ვაკეთებდი? გაჩერება ნამდვილად არ მიფიქრია. ისე, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ეს საუკეთესო პერიოდი იქნებოდა ჩემს ცხოვრებაში. ქალებს ჰგონიათ, რომ ამ დროს ყველაფერი სრულდება, მაგრამ ეს ასე არ არის. წლების მატებასთან ერთად უფრო და უფრო უკეთ ვგრძნობ თავს და ეს შესანიშნავია“, – აღნიშნა ჯეილომ.

არტისტმა გამოცემის ფოტოსესიაშიც მიიღო მონაწილეობა და სექტემბრის ნომრის გარეკანზე მოხვდა.

ჯენიფერ ლოპესს კარიერის განმავლობაში 80 მილიონი ჩანაწერი აქვს გაყიდული. 2013 წელს მუსიკოსს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს. შარშან გამოცემა Time-მა ის მსოფლიოში ყველაზე გავლენიან 100 ადამიანს შორის დაასახელა. არტისტს განსაკუთრებული წარმატება კომპოზიციებმა If You Had My Love, Jenny from the Block, Papi და On The Floor მოუტანა.

popmusic.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close