პოლიტიკასაზოგადოებაnewsსაქართველო

ოკუპირებული აფხაზეთის ე. წ. საპრეზიდენტო არჩევნებში რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა

ოკუპირებული აფხაზეთის ე. წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მოქმედმა დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა. საბოლოო მონაცემებით, მან ხმათა 47.39 პროცენტი მიიღო. მისმა მოწინააღმდეგემ, ოპოზიციური პარტია „ამცახარას“ ლიდერმა ალხას კვიცინიამ კი – ხმების 46,17, – ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებს დე ფაქტო ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ რამაზ გოგიამ განუცხადა. მისი თქმით, სხვაობა ათასამდე ხმას შეადგენს.

შედეგებს არ ეთანხმება ალხას კვიცინია და გასაჩივრებას გეგმავს, რისთვისაც მას 3 დღე აქვს.

ოკუპირებულ ტერიტორიაზე სულ 152 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი, 2 უბანი კი – რუსეთში. გავრცელებული ინფორმაციით, საარჩევნო უბნებზე 8 სექტემბერს, მეორე ტურში, 83 ათასამდე ადამიანი მივიდა. პირველი ტური კი 25 აგვისტოს გაიმართა.

„რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე ე. წ. არჩევნების მეორე ტური არის ეთნიკური წმენდის ლეგიტიმაციის მცდელობა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა. მისივე თქმით, ეს არჩევნები არის არალეგიტიმური, რაც დადასტურებულია საერთაშორისო საზოგადოების მიერ გაკეთებულ განცხადებებშიც.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close