რას არ გაიგებ/ფაქტებიიტალიაკრიმინალისაზოგადოება

მღვდელი, რომელიც მოსწავლეებს ექსკურსიაზე ახლდა, კოკაინის ჭარბი დოზის მიღების გამო ლამის გარდაიცვალა

მღვდელი ალასიოდან (სავონის პროვინცია, ლიგურია) დროებით ჩამოაშორეს ეკლესიას და იძულებითი მკურნალობის კურსს გადის მას შემდეგ, რაც ლამის გარდაიცვალა ნარკოტიკის დოზის გადაჭარბების გამო: საავადმყოფოში, სადაც იგი გადაიყვანეს, ანალიზებმა აჩვენა, რომ სასულიერო პირი კოკაინს იღებდა. ამის შესახებ იტალიური მედია ავრცელეს ინფორმაციას.

ინციდენტი მიმდინარე წლის ივნისში მოხდა: ალასიოს ოლანდინის საშუალო სკოლის მოსწავლეები კრემონაში ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ, მათ ახლდათ მღვდელი, რომელსაც ბავშვების უსაფრთხოებაზე ზრუნვა ევალებოდა.

ინციდენტის დეტალები უცნობი რჩებოდა ბოლო დრომდე, სანამ ერთ-ერთი მოსწავლის მშობელი არ ალაპარაკდა და „სკანდალიც“ აგორდა. ადგილობრივმა ეპისკოპოსმა მონსენიორ ბორგეტიმ დაადასტურა, რომ მღვდელი დროებით ჩამოაშორეს ეკლესიას. „ჩვენ შევთანხმდით მკურნალობის და აღდგენის გეგმაზე“, – თქვა მან.

რაც შეეხება თავად ფაქტს, ეპისკოპოსი ამჯობინებს ისაუბროს დაავადებებზე, რომლებმაც მღვდელი ნარკოტიკების მოხმარებამდე მიიყვანა და არა დოზის გადაჭარბებაზე. საბოლოოდ აუკრძალავენ თუ არა მღვდელს საეკლესიო მსახურებას, ჯერჯერობით უცნობია. „ეს დამოკიდებულია მკურნალობის და რეაბილიტაციის შედეგებზე, – განმარტა ეპისკოპოსმა. – თუმცა, ვფიქრობ, იგი მიხვდა, რომ შეცდომა დაუშვა და ახლა გამოჯანმრთელების პროცესშია“.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close