ვინ არის ყველაზე ახალგაზრდა ქართველი „კანონიერი ქურდი“, რომელიც აეროპორტში დააკავეს

ბულგარეთიდან უკრაინაში ქართველი ე.წ. „კანონიერი ქურდის“ ექსტრადირება განხორციელდა.

გიორგი კილაძე, რომელსაც კრიმინალურ წრეებში „გეგა ოზურგეთსკის“ სახელით იცნობენ, ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა „კანონიერი ქურდია“. მისი ე. წ. „კურთხევა“ 2013 წელს, 21 წლის ასაკში მოხდა.

განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით უკრაინას მასზე საერთაშორისო ძებნა ჰქონდა გამოცხადებული. „გეგა ოზურგეთსკი“ რამდენიმე დღის წინ ბულგარეთში დააპატიმრეს და უკრაინული მხარის მოთხოვნით კიევში გაამგზავრეს. მას ხელბორკილები ბორისპოლის აეროპორტში დაადეს.

და აი რას წერს უკრაინის კრიმინალური პოლიციის უფროსი ვიაჩესლავ აბროსკინი ქართველ კრიმინალურ „ავტორიტეტზე“. სრული ვერსიის ნახვა primetime.ge

კომენტარები