ფსიქოლოგია

კვლევა: ვის უნდა გაუზიაროთ თქვენი ოცნებები, რომ შეგისრულდეთ?

მეცნიერები ოჰაიოს უნივერსიტეტიდან ამტკიცებენ, რომ ადამიანს შეუძლია თავის მიზნებს მიაღწიოს, თუ მათ შესახებ სტატუსით მასზე მაღლა მდგარ ადამიანებს უამბობს. მათი მტკიცებით, თანასწორი სტატუსის, თუნდაც ახლობელ ადამიანებთან საკუთარ ოცნებებზე საუბარი ვერავითარ შედეგებამდე ვერ მიგიყვანთ.

მექანიზმი მარტივია: თუ თქვენს გეგმებს ისმენს პიროვნება, რომლითაც აღფრთოვანებული ხართ, მაშინ მეტ ძალისხმევას მოახმართ საკუთარი ოცნების ასრულებას და მიზნის მიღწევას, რომ მასთან პირი არ შეირცხვინოთ.

მეცნიერებმა კვლევების რამდენიმე სერია ჩაატარეს: პირველში მათ გააანალიზეს ადამიანების კარიერა დაა გაარკვიეს, რომ ისინი უფრო ხშირად აღწევენ თავიანთ მიზნებს, თუ თავიანთ ოცნებებსა და გეგმებზე იმ ადამიანებს უზიარებენ, რომლებსაც უფრო მაღალი მდგომარეობა უკავიათ.

მეორე ექსპერიმენტში 171-მა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა. მათ განსაზღვრული დროის განმავლობაში უნდა ემოძრავებინათ კურსორი ეკრანზე მაქსიმალური სიხშირით. შედეგის დათვლის შემდეგ მათ უნდა გაემეორებინათ გამოცდილება, მაგრამ ამჯერად უნდა ჩაეწერათ თავიანთი მიზნები და 3 ჯგუფად დაყოფილიყვნენ. ხელმძღვანელმა სტუდენტებს უთხრა, რომ მათ ჩანაწერებს ასისტენტი წაიკითხავდა.

სპეციალურად გამოყოფილი ადამიანი სტუდენტების ერთი ჯგუფის წინაშე კოსტიუმში გამოწყობილი მივიდა და ეკონომიკის ფაკულტეტის, აგრეთვე, შესასწავლი სფეროს ექსპერტად წარუდგა მათ. მეორე ჯგუფთან კი ჩვეულებრივ სამოსში ჩაცმული მივიდა და უთხრა, რომ ისეთივე სტუდენტი იყო, როგორებიც ისინი. მესამე ჯგუფს კი თავისი მიზნები საერთოდ არავისთვის უჩვენებია.

საბოლოოდ პირველმა ჯგუფმა გაცილებით მოინდომა, რომ საჭირო შედეგებისთვის მიეღწია, მეორე და მესამე ჯგუფების მაჩვენებლები კი თითქმის არ განსხვავდებოდა ერთმანეთისგან.

მეცნიერთა სხვა ექსპერიმენტი უფრო გლობალური იყო და მთელი სემესტრის გამავლობაში გრძელდებოდა – სტუდენტებს განსაზღვრული შეფასებები უნდა მიეღოთ. როგორც მოსალოდნელი იყი, ამოცანას უფრო წარმატებით გაუმკლავდნენ ისინი, რომლებმაც თავიანთი მიზნები პატივსაცემ ადამიანებს გააცნეს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close