იტალიასაზოგადოება

იტალიაში ადგილობრივმა მცხოვრებლებმა თავიანთი თანამოქალაქის აუქციონზე გასატანად გამზადებული   სახლი გამოისყიდეს

ქალაქ ტულის მცხოვრებლებმა (სასარის პროვინცია, სარდინიის რეგიონი) გამოისყიდეს კონფისკებული და აუქციონზე გასატანად გამზადებული სახლი, რომელიც მათ თანაქალაქელს, 56 წლის იტალიელ მამაკაცს ეკუთვნოდა. სახლში იგი საკუთარ ოჯახთან – მეუღლესა და 2 შვილთან ერთად ცხოვრობდა.

საქმე ის არის, რომ მამაკაცმა სამსახური დაკარგა და ვეღარ შეძლო ვადიანი სესხის გადახდა. სახლი სასამართლო აუქციონზე უნდა გაეტანათ, ოჯახი ღია ცის ქვეშ რჩებოდა, თუმცა ტომაზოს თანაქალაქელებმა საოცარი სოლიდარობის მაგალითი აჩვენეს – მათ სხვადასხვა გზით (ლატარია, შემოწირულობები, სასოფლო დღესასწაულებზე შეგროვილი თანხები) უმოკლეს ვადაშში შეძლეს საჭირო თანხის, 27 ათასი ევროს შეგროვება, ბინა გამოისყიდეს და ტომაზოს ოჯახს დაუბრუნეს.

„ეს იყო სოლიდარობის არაჩვეულებრივი ჟესტი“, – განაცხადა ქალაქ ტულის მერმა ჯინო სატამ, რომელიც ერთ-ერთი პირველი ჩაერთო ტომაზოს სახლის გადარჩენის კამპანიაში. – ჩვენ სამაგალითო გამოხმაურება მივიღეთ მოქალაქეების მხრიდან და რამდენიმე თვეში შევაგროვეთ საჭირო თანხა, 27 ათასი ევრო, რომ ტომაზოს სახლი გადაგვერჩინა“.

solonews.cloud

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close