საზოგადოებასაქართველოსხვა

შუახევში მოქალაქეებს გზაზე დათვი და ორი ბელი შეხვდათ (ვიდეო)

4 სექტემბერს შუახევის ერთ-ერთ სოფელში მოქალაქეებმა დათვი და ორი ბელი შენიშნეს.

adjaratv.ge-ს ინფორმაციით, დათვები ხიდზე გადმოდიოდნენ, როცა სოფელ ოქროპილაურის მცხოვრებლებმა ხმაური ატეხეს. ვიდეოში ჩანს, რომ დათვები სოფლის გზასთან ძალიან ახლოს იყვნენ.

ხმაურზე მტაცებელი თავის ორ ბელთან ერთად სწრაფად მიიმალა ტყეში.

სოფლის მცხოვრებლებმა ვიდეოს გადაღებაც მოასწრეს.

სოფლის მცხოვრებლები ამბობენ, რომ პირველი შემთხვევა არ არის, როცა სოფლის ცენტრში მტაცებელი მოდის, თუმცა ეს განსაკუთრებული შემთხვევა იყო, რადგან დათვს ორი ბელი ახლდა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close