მე-60 საყოველთაო ნათლობისთვის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით,  საყოველთაო ნათლობის მე-60 ეტაპისთვის რეგისტრაცია იწყება. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ჯვარდაწერილი ოჯახების მესამე და მომდევნო შვილებს ნათლავს.

ნათლობის მსურველთა რეგისტრაცია იწარმოებს საქართველოს საპატრიარქოში 9 სექტემბრიდან 13 სექტემბრის ჩათვლით, 12:00-დან 16:00 საათამდე.

რეგისტრაციის მსურველებმა თან უნდა იქონიონ:

  • მშობლების პირადობის მოწმობების ასლები;
  • მშობლების ჯვრისწერისა და ქორწინების მოწმობების ასლები;
  • შვილების დაბადებისა და ნათლობის მოწმობების ასლები;
  • მოსანათლის 2 ფოტო 3X4-ზე დაბეჭდილი CD დისკით;
  • ოჯახის 1 ფოტო 10×15-ზე დაბეჭდილი CD დისკით.

საკონტაქტო ტელეფონები: 593 900 810; 558 651 159; 593 464 571

საყოველთაო ნათლობის იდეა კათოლიკოს-პატრიარქს ეკუთვნის და მისი მიზანი ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსწორებაა.

პირველი საყოველთაო ნათლობა სამების ტაძარში 2008 წლის 19 იანვარს გაიმართა. კათოლიკოს-პატრიარქს უკვე 37 ათასზე მეტი ნათლული ჰყავს.

კომენტარები