იტალიის პროკრატურამ მატეო სალვინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა

იტალიის პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა ყოფილი შს მინისტრის, პარტია „ლიგის“ ლიდერის, მატეო სალვინის წინააღმდეგ – ამის თაობაზე  ინფორმაცია 5 სექტემბერს MEDIASET-მა გაავრცელა.

სალვინის ბრალი ედება Sea-Watch 3-ის კაპიტნის, 31 წლის კაროლა რაკეტეს ცილისწამებაში.

საქმე მილანის პროკურაატურას გადაეცა – სალვინის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

„ლიგის“ მომხრეებს მაჩნიათ, რომ ეს პოლიტიკური დევნაა, თუმცა სალვინის შს მინისტრობის დროსაც პროკურატურა რეგულარულად გამოდიოდა მის წინააღმდეგ.

2019 წლის ზაფხულში იტალიის სასამართლომ, კანონის დარღვევისა და ლიბიის ტერიტორიული წყლებიდან იტალიაში, კერძოდ, პორტ ლამპედუზაში არალეგალური მიგრანტების ჩამოყვანის, აგრეთვე, სანაპირო დაცვის ბრძანებისადმი დაუმორჩილებლობის გამო, ხომალდი Sea-Watch 3 დააპატიმრა. მისი კაპიტანი კაროლა რაკეტე 29 ივნისს შინაპატიმრობაში მოათავსეს და 2 ივლისს გაათავისუფლეს. თავიდან საუბარი იყო იმაზე, რომ იტალიის მხარე მას არალეგალური მიგრაციის ხელშეწყობას წაუყენებდა ბრალად, რაც 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობდა.

2018 წლის ნოემბრის ბოლოს „ლიგის“ და პირადად მატეო სალვინის ინიციატივით იტალიამ მიიღო „უსაფრთხოების და მიგრაციის დეკრეტი“, რომელიც ზღუდავს ქვეყანაში მიგრანტების შესვლას, ამცირებს სამთავრობო ხარჯებს მიგრანტებისთვის და ამარტივებს ქვეყნიდან მათ გაძევებას. კანონის გაფართოებული ვერსია 2019 წლის ზაფხულში დამტკიცდა. ამ პერიოდში იტალიაში არალეგალური მიგრანტების ნაკადი 90%-ზე მეტით შემცირდა.

სავარაუდოა, რომ „ლიგის“ გარეშე ჩამოყალიბებული ახალი მთავრობა შესამჩნევად შეარბილებს კანონებს არალეგალური მიგრაციის სფეროში.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები