მსოფლიოსაზოგადოება

დანიის მთავრობა ცირკისგან სპილოებს გამოისყიდის და ეროვნულ პარკს გადასცემს

დანიის მთავრობა გეგმავს, ცირკისგან გამოისყიდეოს ოთხი გაწვრთნილი სპილო და ისინი ეროვნულ პარკებს გადასცეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ დანიაში საცირკო წარმოდგენებზე მხოლოდ სპილოები, ზღვის ლომები და ზებრები გამოყავთ.

დანიის მთავრობა სპილოების – რამბოლინის, ლარას, ჯუნგასა და ჯენის გამოსყიდვისთვის 11 მილიონ კრონს (1.6 მლნ აშშ დოლარი) გადაიხდის.

გამოსყიდვის შემდეგ სპილოებს ეროვნულ პარკს გადასცემენ, თუმცა ჯერჯერობით უცნობია მათი კონკრეტული ადგილსამყოფელი.

„სპილოებს გავგზავნით ისეთ ადგილას, სადაც მათი კეთილდღეობა უმაღლეს დონეზე იქნება უზრუნველყოფილი“, – განაცხადა დანიის სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

მსოფლიოს 40-ზე მეტმა ქვეყანამ, რომელთა შორის დაახლოებით ნახევარი ევროპის ქვეყანაა, ზოოპარკებში ან ცირკებში გარეული ცხოველების ყოფნა შეზღუდა ან აკრძალა.

ghn.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close