ისტორიამოგზაურობამსოფლიოკულტურასაზოგადოება

იცით, რატომაა ბარსელონაში ყველა ტაქსი შავ-ყვითელი?

იცით თუ არა, რომ ბარსელონაში ყველა ტაქსი შავ-ყვითელი ფერისაა? დიახ, სწორედ ასეა, თანაც უკვე ლამის მთელი საუკუნეა.

ამის მიზეზი ერთი ტრაგიკული შემთხვევა გახდა, რომელმაც ესპანეთის სიამაყე შეიწირა.

საქმე ასე იყო: 1926 წლის 7 ივლისს ბარსელონაში პირველად გამოჩნდა ტრამვაი და იმავე დღეს უცნობ მამაკაცს დაეჯახა. გამვლელი ავტომობილისტებიდან და მეეტლეებიდან არავინ გაჩერდა დაშვებულის დასახმარებლად და საავადმყოფოში წასაყვანად, ვინაიდან ის აშკარად ღატაკი იყო და საფასურს ვერ გადაიხდიდა.

არადა, ეს უპოვარი კი არა, უდიდესი არქიტექტორი ანტონიო გაუდი გახლდათ. უბრალოდ, სამუშაო სამოსი ეცვა და ამიტომაც მიიღეს ღატაკად. საბოლოოდ იგი ადგილობრივმა წესრიგის დამცველებმა წაიყვანეს ღარიბთა საავადმყოფოში.

ანტონიო გაუდი

სამი დღე ეძებდა მთელი ქალაქი ანტონიო გაუდის. ყველგან მოიკითხეს, მაგრამ არავის მოსვლია აზრად, ღარიბთა საავადმყოფოში მოეძებნათ, სადაც იგი გარდაიცვალა კიდეც 10 ივლისს.

ის ფაქტი, რომ გაუდი უცნობთა საერთო სასაფლაოზე დაკრძალვას გადაურჩა, საგრადა ფამილიას ტაძრის კაპელანის დამსახურებაა – ეს მან იპოვა და ამოიცნო დიდი ხელოვანის ცხედარი.

სწორედ მაშინ დაუწესა ბარსელონის მერიამ მეეტლეებსა და ტაქსისტებს, „ამიერიდან უკუნითი უკუნისამდე“ ეტარებინათ გლოვისა და სირცხვილის ფერები – შავი და ყვითელი. სწორედ იმ დღიდან არის ყველა ტაქსი ქალაქში შავ-ყვითელი.

ანტონიო გაუდი დაიღუპა ქალაქში, რომელიც თავად ააგო. რომ არ ყოფილიყო გაუდი, არ იქნებოდა ბარსელონა. დიდი არქიტექტორი საგრადა ფამილიას ტაძრის ტერიტორიაზეა დაკრძალული, რომლის მშენებლობასაც თავისი სიცოცხლის 40 წელი მიუძღვნა.

m.sputnik-georgia.com
გაუდიმ, ფაქტობრივად, ახალი ქალაქი შექმნა ბარსელონისგან – ის ქალაქი, რომელსაც დღეს უამრავი ტურისტი სტუმრობს და რომელსაც გაუდის სახლს ეძახიან. ზოგადად, ანტონიო გაუდის ხელწერას მოდერნს, არტ-ნუვოს მიაკუთვნებენ რადგან მისი შექმნილი შენობები ეძებენ ახალს ისე, რომ ტრადიციას არ შორდებიან. ყველა მოცულობა ერთი კონკრეტული კომპოზიციაა და უმცირეს დეტალსაც კი, საერთო ვიზუალში, უმნიშვნელოვანესი დატვირთვა აქვს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close