ვინ არის ქართველი ჟურნალისტი, რომელსაც „ფორსაჟი 9“-ში იღებენ?

„ფორსაჟი 9“-ის გადაღება საქართველოში 19 აგვისტოს დაიწყო და 20 სექტემბერს დასრულდება. ფილმში ეთო მდინარაძე მონაწილეობს. ის პროფესიით ჟურნალისტია. ეთო დეტალებზე ვერ საუბრობს, რადგან კონტრაქტი ამის უფლებას არ აძლევს. მისმა მეგობარმა ლელა დალაქიშვილმა მისი ფოტოები მის დაუკითხავად გაგზავნა. ჰოლივუდიდან მოვიდა პასუხი, რომ იგი ფილმზე დაამტკიცეს:

„არანაირი ამბიცია, პრეტენზია და ფიქრიც კი არ მაქვს იმაზე, რომ დავიპყრო ჰოლივუდი. მე კმაყოფილი ვარ იმით, რომ ფილმი, რომელიც თითქმის მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია და ამ ფილმის გამოსვლას უამრავი ადამიანი ელოდება… მე მიწევს მონაწილეობის მიღება… იქედან გამომდინარე, რომ ჩვენს ქვეყანაში არც ისე სახარბიელო ეკონომიური მდგომარეობაა, ამ პროექტმა უამრავი ადამიანი დაასაქმა! თუ ვინმე არ მოხვდა, ნუ გაბოროტდებით და სხვისი სიხარული გიხაროდეთ!!!

საოცარი გარემოა, პროფესინალებით დაკომპლექტებული ჯგუფი, საოცარი სანახაობა გადაღების დროს, ეფექტები, ადამიანების გარემოცვა, რომლებიც შენ გვერდით დგანან და არ გაკლებენ ყურადღებას და სითბოს… დიდი მადლობა ჰოლივუდის გადამღებ ჯგუფს, მადლობა ჩვენს ქართველ წარმომადგენლებს, უნიჭიერეს და ულამაზეს ახალგაზრდებს, დიდი მადლობა ყველა იქ მყოფ ადამიანს! ფილმში უამრავი ჩემი მეგობარი მსახიობი და არამსახიობი ქალბატონი და მამაკაცი მონაწილეობს, უბრალოდ, რამოდენიმე ადამიანს უფრო მეტად გაგვიმართლა რაღაცაში… მე ცოტაც მიხარია და მწყინს… დიდი მადლობა ყველას, ვინც იზიარებთ ჩემს სიხარულს!“ – წერს ეთო მდინარაძე.

resonancedaily.com

კომენტარები