მსოფლიოხელოვნებაიტალიასაზოგადოება

იტალიაში MARVEL COMICS-ის პერსონაჟ რკინის კაცს ძეგლი დაუდგეს

იტალიაში, ქალაქ  ფორტე-დეი-მარმეში MARVEL COMICS-ის პერსონაჟს და ამავე კომპანიის მიერ შექმნილი ისტორიების სამყაროს სუპერგმირ რკინის კაცს ძეგლი დაუდგეს, – ამის შესახებ KRYPTONRADIO წერს.

4 მეტრი სიმაღლის მონუმენტის ავტორია მოქანდაკე დანიელ ბასო. ძეგლი მოქანდაკის ახალი გამოფენის ნაწილი გახდა. ის გაპრიალებული რკინისგანაა დამზადებული და „რკინის კაცის“ პირველი პროტოტიპია.

რკინის კაცი — Marvel Comics-ის პერსონაჟი და ამავე კომპანიის მიერ შექმნილი ისტორიების სამყაროს სუპერგმირია. მისი შექმნელია სტენ ლი. ბიოგრაფიის ავტორია ლერი ლიბერი, ხოლო დიზაინი შეიმუშავეს მხატვრებმა -, დონ ჰეკმა და ჯეკ კირბიმ.

პერსონაჟი პირველად გამოჩნდა კომიქსის „Tales of Suspense“ 39-ე ნომერში (1963 წლის მარტი). გამოცემების ისტორიის მანძილზე რკინის კაცი ასევე წარმოადგენდა გუნდ „შურისმაძიებლების“ წევრს.

რკინის კაცის თავგადასავლები ადაპტირებულია სხვადასხვა ტელესერიალისა და კინოფილმისათვის. სამ კინოფილმში – „რკინის კაცი“, „რკინის კაცი 2“ და „რკინის კაცი 3“ – მის როლს რობერტ დაუნი უმცროსი ასრულებს. იგი ასევე ჩნდება 2012 წლის ფილმში „შურისმაძიებლები“ და ეპიზოდურ როლში, ფილმში „საოცარი ჰალკი“ (2008). 2011 წელს რესურსმა IGN რკინის კაცი კომიქსების პერსონაჟების რეიტინგის მე-12 პოზიციაზე მოათავსა.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close