საზოგადოებასაქართველო
„ნახეთ, ნახეთ, ნახეთ, მე და ახალი თვალი“ – მაკო გომური
![](https://nostal.ge/wp-content/uploads/2019/08/d44127fb4860392bb524b7e4291e7b30.jpg)
21-22 ივნისის ღამეს, აქციის დაშლისას დაზარალებულ 18 წლის მაკო გომურს გერმანიაში ხელოვნური თვალი ჩაუსვეს. ამის შესახებ მაკომ FACEBOOK-ზე თავად დაწერა.
„ნახეთ, ნახეთ, ნახეთ, მე და ახალი თვალი. სიხარულს კაი ხალხს გავუზიარებ-თქო და სხვა ადგილი ვერ ვნახე.
პ.ს. დიახ, შრამი რომ არა, ვერც კი გაარჩევდით“, – წერს მაკო გომური.
შეგახსენებთ, 20-21 ივნისის ღამეს, საპროტესტო აქციის დარბევის დროს, 18 წლის მაკო გომურს სპეცრაზმელის მიერ გასროლილი რეზინის ტყვია თვალში მოხვდა, რის გამოც ერთი თვალი დაუზიანდა და გერმანიაში მკურნალობა დასჭირდა.
კომენტარები