WEEKEND-ზე ბარსელონის აეროპორტის გაფიცვის გამო 124 მიმართულებით ფრენები გაუქმდა

ბარსელონის ელ-პრატის აეროპორტში შაბათ-კვირას დაგეგმილი გაფიცვის გამო 124 მიმართულებით ფრენა გაუქმდა, ამის შესახებ REUTERS-ი იუწყება.

ესპანურმა მსხვილმა ავიაკომპანია Vueling-მა აეროპორტის პერსონალის გაფიცვის გამო უქმეებზე დაგეგმილი 112 ავიარეისი გააუქმა.

ელ-პრატი ესპანეთში სიდიდით მეორე აეროპორტია მადრიდის ბარახასის აეროპორტის შემდეგ. მისი ტრეფიკი ზაფხულში, ტურისტული სეზონის პიკზე იზრდება.

აეროპორტის გაფიცული თანამშრომლების მხარდამჭერი პროფკავშირი აცხადებს, რომ დასაქმებულები სტაბილურ კონტრაქტებს და საგანმანათლებლო ტრენინგების ჩატარებას ითხოვენ.

კომენტარები