მსოფლიოკულტურასაზოგადოება

არის თუ არა ბარათეონების დინასტია ბაგრატიონებით შთაგონებული? – „სამეფო კარის თამაშების“ ავტორის პასუხი

ინტერვიუ „სამეფო კარის თამაშების“ ავტორთან, ამერიკელ მწერალ და სეცნარისტ ჯორჯ მარტინთან სპეციალურად სააგენტო „აიპრესისთვის“ ქართველმა მწერალმა ზაზა კოშკაძემ ჩაწერა, რომელიც მას დუბლინში შეხვდა.

როგორც ზაზა კოშკაძე ამბობს, შეხვედრა 17 აგვისტოს, 16:50 სთ-ზე, დუბლინის საკონფერენციო ცენტრის პრესრუმში შედგა. ინტერვიუ ათი წუთის ნაცვლად ოცდახუთ წუთს გაგრძელდა და მას მისი ორი ასისტენტიც ესწრებოდა.

საქართველოში უამრავი მკითხველი გყავთ და მათ ნაწილს აინტერესებს, ფონეტიკური მსგავსების გარდა რაიმე კავშირი ხომ არ აქვთ ერთმანეთთან ბარათეონებს და ბაგრატიონებს?

 ვშიშობ, რომ არა, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ ეს სიტყვა მანამდე სადმე შემხვედროდა, რადგან ისტორიას ხშირად ვკითხულობ. მე ვწერ ფენტეზის, რომელიც ისტორიაზეა დაფუძნებული. განსაკუთრებით შუასაკუნეების, უფრო კონკრეტულად ინგლისის, შოტლანდიის, ირლანდიის და საფრანგეთის ისტორიას ვკითხულობ. მხოლოდ ამ ლიტერატურულ მასალას ვფლობ, თუმცა საინტერესო იქნებოდა ინფორმაციის მოძიება, თუ როგორი იყო აღმოსავლეთ ევროპა შუასაუკუნეების ეპოქაში. მე-19, მე-20 საუკუნეებით ნაკლებად ვარ დაინტერესებული, მირჩევნია შუასაუკუნეების ეპოქა, სადაც უამრავი კონტრასტია, პიროვნების დრამატულობა და სიღრმე. სამწუხაროდ, მხოლოდ ინგლისურად შემიძლია საუბარი, აღმოსავლეთ ევროპაზე კი თითქმის არ მხვდება ინგლისური თარგმანები, თორემ მათგანაც დიდი სიამოვნებით მოვიპარავდი რამეს.

ცნობისთვის, ჯორჯ რეიმონდ რიჩარდ მარტინი ამერიკელი მწერალი და სცენარისტია ფენტეზის, საშინელებათა და მეცნიერული ფანტასტიკის ჟანრებში. იგი, ძირითადად, ცნობილია, როგორც ავტორი ეპიკური ფენტეზი რომანების სერიისა „ყინულისა და ცეცხლის სიმღერა“. აღნიშნული რომანის ტელესერიალად ადაპტირება ტელეარხმა HBO-მ მოახდინა, სახელით „სამეფო კარის თამაშები“. ჟურნალმა Time-მა მარტინი 2011 წლის 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა.

ინტერვიუს სრული ვერსიას შეგიძლიათ წაიკითხოთ ბმულზე: https://ipress.ge/new/rotsa-tsigns-vtser-ghmerthi-var-aipresis-eqskluziuri-interviu-jorj-martinthan/

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close