აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, პრეზიდენტობა მას მილიარდობით დოლარის ზარალად უჯდება. ამის შესახებ მან პენსილვანიაში (აშშ) მდებარე ქარხანაში ვიზიტისას განაცხადა. ინფორმაციას NBC NEWS-ი ავრცელებს.
დონალდ ტრამპის განმარტებით, ზარალი განსაკუთრებით გამოიწვია ადვოკატების დაქირავებამ, რათა იგი სასამართლოებში სხვადასხვა დავის დროს დაეცვათ.
მისივე თქმით, პრეზიდენტობამ მას დაახლოებით 3-იდან 5 მილიარდ დოლარამდე ზარალი მიაყენა: „მაგრამ ეს მე არ მაღელვებს. ჩემთვის სულ ერთია. თქვენ იცით, რომ თუ მდიდარი ხარ, ამას მნიშვნელობა არ აქვს. უბრალოდ, დიდი საქმის კეთება მსურს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
კომენტარები